მესამე დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ამასთანავე შინაარსობრივად დატვირთული და მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტისთვის. დღეს ჩვენს თემებს მივუსადაგეთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, შევიმუშავეთ მიზნები და გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის მეთოდებსა და სტრატეგიებს. ასე რომ, დღევანდელი დღე ჩვენთვის არანაკლებ პროდუქტიული და საინტერესო იყო.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
Ø
რატომ ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას?
|
თემატური კითხვები
|
Ø რამდენად მიესადაგება ბიოლის ნაწარმოებები ჩემს ცხოვრებას?
Ø რამდენად უფრო საინტერესო შეიძლება გახადოს
მწერლის წერის სტილმა მოთხრობა?
|
შინაარსობრივი კითხვები
|
Ø რა ფერებს იყენებს მწერალი ვალტერის ემოციების
გადმოსაცემად?
Ø რა გავლენას ახდენს მასზე სიყვარული?
Ø აღწევს თუ არა თავს წარსულის აჩრდილებს?
|
შენს მიერ შერჩეული თემა შეესადაგება ჩვენს ყოველდღიურობას. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები სწორდაა შერჩეული. ზოგადად შიმშილის პრობლემა იდგა დგას და ალბად ყოველთვის იდგება ჩვენს ცხოვერბაში. თუმცა ზოგად კითვებში გირჩევდი , რომ დაგემატებია მხატვრული ლიტერატურის გავლენა ადამისნის ყოფიერებაზე.
ОтветитьУдалить