четверг, 1 мая 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ყველაზე სახალისო დღე იყო. ჩვენი გუნდის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები, რაც განვიხილეთ, შევაფასეთ, მივეცით რჩევები და რეკომენდაციები. აუცილებლად გავითვალისწინებ მათ რჩევებს და  სამომავლოდ გამოვიყენებ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს შორენა ბადურაშვილს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მოეცა ჩვენთვის.
ასევე გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგით და პროექტებით სწავლება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა გახდება სასწავლო პროცესში.
კეთილი სურვილებით გემშვიდობებიიიიით.



среда, 30 апреля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ყველაზე მეტად  "ტექნოლოგიებით დატვირთული" დღე გამოვიდა, რადგან უამრავი რამ ვისწავლე, რაც ბლოგში მუშაობის დროს სულ გამომადგება. თან გამოვცადეთ ჩვენი თავი და  ბლოგზე დავდეთ ანიმაციები, ლინკები, ვიდეოები და ა. შ. 
გვერდებიც კი დავამატე ჩემს ბლოგს და (იმედი მაქვს) საინტერესო ჩანართები გავაკეთე, სადაც ხვალ ჩემს პორტფოლიოს პრეზენტაციას ავტვირთავ და ყველას ვაჩვენებ რამდენი რამ გავაკეთეეე.



четверг, 24 апреля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

          დატვირთული და მუშა დღე იყო. გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებას პროექტის მსვლელობის დროს, რაც მე ძალიან მომწონს და ვიყენებ ხოლმე გაკვეთილზე. ასევე გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია არასრულად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთული და რაც მთავარია, ჩვენ ნამუშევრებს ბლოგზე დავუდეთ ლინკები, რაც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ.


პროექტის გეგმა

პორთფოლიოს პრეზენტაცია




среда, 23 апреля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოდგა და კარგად ვიმუშავე ჩემს პროექტზე. ეს დღე დავიწყეთ რუბრიკით "დაწყვილდი-გაუზიარე", სადაც ერთმანეთს დავეხმარეთ რჩევებითა და შეფასებებით ჩვენს დავალებასთან დაკავშირებით. დღეისათვის უნდა მოგვემზადებინა მოსწავლეების პრეზენტაციები, რასაც მშვენივრად გაართვა თავი თითოეულმა ჩვენგანმა.
დღეს ასევე შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და პროექტიც შევაფასე, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობისთვის.


среда, 16 апреля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს და ძალიან დამაინტერესა. ეს საკითხი ზოგადად პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე პირადად მოსწავლეებს აუცილებლად გავაცნობ მას და ყურადღებას გავამახვილებ პროექტის მსვლელობისას საავტორო უფლებებზე. ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება როგორც ვორდში ასევე googl ის დოკუმენტებში, რაც ძალიან საინტერესოა და მე ყოველთვის აქტიურად გამოვიყენებ.
დღეს ასევე მოვიძიეთ სურათები და მისამართებით შევინახეთ ჩვენს საქაღალდეებში.
ასე რომ, ამ კვირაშიც ბევრი სამუშაო გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა მოდიიის. ყველას გილოცაააავთ.


четверг, 10 апреля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია.

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოზე, ასევე პროექტის სასწავლო გეგმის პრეზენტაციაზე, ვისწავლეთ და გავიხსენეთ ბევრი რამ პრეზენტაციის შესახებ, გავაფორმეთ და გავაფერადეთ ჩვენი პრეზენტაციები, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.ძალიან მახარებს, რომ ჩვენი საქაღალდე უფრო და უფრო ივსება და იტვირთება საჭირო ინფორმაციებით. 



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე
დიაგრამა

გონებრივი იერიში


გამოკითხვა


თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი

თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი
კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი
დღიური



წერითი და ზეპირი ტესტები
მინიშნებები



ტესტური კითხვები
პროდუქტი



ქულობრივი შეფასების გზამკვლევი
მხატვრული ნამუშევარი



გააზრება







среда, 9 апреля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია




მესამე დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ამასთანავე შინაარსობრივად დატვირთული და მნიშვნელოვანი  ჩვენი პროექტისთვის. დღეს ჩვენს თემებს მივუსადაგეთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები  და ინდიკატორები, შევიმუშავეთ მიზნები და გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის მეთოდებსა და სტრატეგიებს. ასე რომ, დღევანდელი დღე ჩვენთვის  არანაკლებ პროდუქტიული და  საინტერესო იყო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რატომ ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას?


თემატური კითხვები
Ø  რამდენად მიესადაგება ბიოლის ნაწარმოებები ჩემს ცხოვრებას?
Ø  რამდენად უფრო საინტერესო შეიძლება გახადოს მწერლის წერის სტილმა მოთხრობა?


შინაარსობრივი კითხვები
Ø  რა ფერებს იყენებს მწერალი ვალტერის ემოციების გადმოსაცემად?
Ø  რა გავლენას ახდენს მასზე სიყვარული?
Ø  აღწევს თუ არა თავს წარსულის აჩრდილებს?



четверг, 3 апреля 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ტექსტური რედაქტორის სხვადასხვა ფუნქციები, ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტაში დოკუმენტების ატვირთვა და სამუშაო მაგიდაზე მისი მოთავსება. გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს, განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და ვემზადებით საკუთარი ბუკლეტების შესაქმნელად.
ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველი ეტაპი პროექტების დაგეგმვის დროს და ხელს შეგვიწყობს მუშაობაში

პირველი დღის რეფლექსია

ამ მოდულმა დამაფიქრა ზოგადად პროექტების კეთების სიღრმისეულ ანალიზზე, როგორია პროექტის გეგმა, რა სირთულეებს მოიცავს ის და როგორი იქნება ჩემი როლი პროექტის კეთების დროს.
 დღეს ჩვენ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,  შევინახეთ რამდენიმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩემს საქაღალდეში, რასაც ყოველთვის დავუბრუნდები და აქტიურად გამოვიყენებ.